ეროვნული ლიგა. VII ტური: სატურნირო ცხრილში თბილისის "დინამო" გალიდერდა

AutoSharing Option
დღეს, 13 აპრილს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის VII ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. "დინამო არენაზე" თბილისის "დინამომ" ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

ანგარიში უკვე მე-14 წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა. ჰეთ-თრიქით კი ბაჩანა არაბული გამოირჩა, რომელმაც ქობულეთელთა კარში 55-ე, 72-ე და 79-ე წუთებზე გაიტანა. ერთი გოლი მიითვალა საბა ლობჟანიძემ (61).

ზედიზედ მეოთხე მატჩში გამარჯვებით კახა კაჭარავას გუნდმა 15 ქულა მოაგროვა, უკან ჩამოიტოვა თბილისის "ლოკომოტივი" (14 ქულა) და პირველად მიმდინარე ჩემპიონატში, სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

რაც შეეხება
"შუქურას", მიმდინარე ჩემპიონატში გუნდი კვლავაც მოგების გარეშეა და ზედიზედ მეორე თამაშს აგებს ასეთი დიდი ანგარიშით (0:5).

დღესვე ტურის კიდევ ორი თამაში ჩატარდება - 18:00 სთ-ზე "საბურთალო" და "დინამო" (ბთ) ითამაშებენ, 20:00 სთ-ზე კი "ტორპედოსა" და "ჩიხურას" შეხვედრა დაიწყება.

- ეროვნული ლიგა. VII ტური: "სამტრედიამ" ქობულეთში "კოლხეთს" მოუგო
- ლოკომოტივი-დილა 3:3 - თამაში, რომელმაც ფეხბურთი გაგვახსენა [VIDEO]
ასევე დაგაინტერესებთ