ეროვნული ლიგა. VII ტური: "სამტრედიამ" ქობულეთში "კოლხეთს" მოუგო

AutoSharing Option
დღეს, 13 აპრილს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის VII ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა - ქობულეთში, "ჩელე არენაზე" ფოთის "კოლხეთმა" "სამტრედიას" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ანგარიში მე-7 წუთზე დავით ჩაგელიშვილმა გახსნა და "სამტრედია" დააწინაურა. ფოთელებმა გათანაბრება უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკის გოლით, 50-ე წუთზე შეძლეს, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში მეხუთე გოლი მიითვალა.

გამარჯვების გოლი სამტრედიელებმა 11-მეტრიანით მატჩის მიწურულს გაიტანეს. 87-ე წუთზე ზუსტად ნიკოლოზ სანდოხაძემ დაარტყა.

ტურის დანარჩენი სამი მატჩი მოგვიანებით ჩატარდება. 16:00 სთ-ზე თბილისის "დინამო" ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლებს, ხოლო 18:00 სთ-ზე "მიხეილ
მესხზე" "საბურთალოსა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრა დაიწყება. ტური 20:00 სთ-ზე, ქუთაისში "ტორპედოსა" და საჩხერის "ჩიხურას" დაპირისპირებით დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ტური წინა დღეს, თბილისის "ლოკომოტივისა" და გორის "დილას" მატჩით გაიხსნა, რომელიც ფრედ, 3:3 დასრულდა.

- ლოკომოტივი-დილა 3:3 - თამაში, რომელმაც ფეხბურთი გაგვახსენა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
სირცხვილია და მეტი არაფერი ამ კაცის მოღვაწეობა ფეხბურთში! რა არის ბატონო კარლო გაგიჭირდა და დაანიშნინე ხარიტონაშვილი? ყველაზე თავზე ხელაღებული და გარყვნილი მსაჯი დღესდღეობით! ეგაა თქვენი პატიოსანი ფედერაცია ლევან? სირცხვილია !!!
Dragonfly
07:39 14-04-2017
0
სამტრედიელთათვის შედეგი კარგი, ხარისხი კი უმსგავსო.
მხოლოდ მეორე ტაიმის მეორე ნახევარი ითამაშეს მეტნაკლებად ვარგისიანად.რომ არა პენალტი სრულიად უცნაურ მდგომარეობაში მოპოვებული, მხოლოდ 1 ქულით ან სრულიადაც მარცხით წავიდოდნენ სახლში. სქემა და სტილი უცვლელი აქვს ცეცაძეს,ვერ ელევეა თავის სტერეოტიპებს და ეგაა.
სანაიას კლუბმა კარგად ითამაშა მეორე ტაიმი,აქვსთ ამათ პერსპექტივა და კიდევ გვიჩვენებენ რომ ანგარიშგასაწევი ძალა არიან.რესპექტ გელა სანაია.
jarji21
16:29 13-04-2017
0

სიახლეები პოპულარული