ეროვნული ლიგა. VII ტური: "სამტრედიამ" ქობულეთში "კოლხეთს" მოუგო

AutoSharing Option
დღეს, 13 აპრილს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის VII ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა - ქობულეთში, "ჩელე არენაზე" ფოთის "კოლხეთმა" "სამტრედიას" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ანგარიში მე-7 წუთზე დავით ჩაგელიშვილმა გახსნა და "სამტრედია" დააწინაურა. ფოთელებმა გათანაბრება უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკის გოლით, 50-ე წუთზე შეძლეს, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში მეხუთე გოლი მიითვალა.

გამარჯვების გოლი სამტრედიელებმა 11-მეტრიანით მატჩის მიწურულს გაიტანეს. 87-ე წუთზე ზუსტად ნიკოლოზ სანდოხაძემ დაარტყა.

ტურის დანარჩენი სამი მატჩი მოგვიანებით ჩატარდება. 16:00 სთ-ზე თბილისის "დინამო" ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლებს, ხოლო 18:00 სთ-ზე "მიხეილ
მესხზე" "საბურთალოსა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრა დაიწყება. ტური 20:00 სთ-ზე, ქუთაისში "ტორპედოსა" და საჩხერის "ჩიხურას" დაპირისპირებით დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ტური წინა დღეს, თბილისის "ლოკომოტივისა" და გორის "დილას" მატჩით გაიხსნა, რომელიც ფრედ, 3:3 დასრულდა.

- ლოკომოტივი-დილა 3:3 - თამაში, რომელმაც ფეხბურთი გაგვახსენა [VIDEO]