თბილისის "დინამომ" სპარინგ-მატჩში უკრაინული "დნიპრო" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
28 იანვარს, თურქულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" მეორე საკონტროლო მატჩი უკრაინულ "დნიპროსთან" გამართა და ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა.

ვიაჩესლავ გროზნის გუნდიდან დუბლებით საბა ლობჟანიძე (მე-7 და 55-ე წუთები) და ბაჩანა არაბული (61-ე და 63-ე წუთები) გამოირჩნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"დინამომ" "დნიპროსთან" მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ბეგაშვილი, ლოჩოშვილი (თევზაძე, 72), თოთაძე, ჩადუნელი (კობაშვილი, 67), ქარდავა, ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე (ზარია, 65), კიტეიშვილი (ნიკოინო, 85), პაპუნაშვილი, არაბული (მიქელთაძე, 65), სინჯებზე მყოფი ფეხბურთელი (გველესიანი, 46).

შეგახსენებთ, რომ "დინამომ" თურქულ შეკრებაზე პირველი მატჩი 25 იანვარს, სლოვაკურ "ჟილინასთან" გამართა და
ფრეს დასჯერდა (1:1).

თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებაზე, რომელსაც 5 თებერვალს დაასრულებს, სპარინგ-მატჩებს ასევე გეგმავს მაკედონიურ "სილექსსა" და უკრაინულ "ჩერნომორეცთან".
ასევე დაგაინტერესებთ