თბილისის "დინამო" "ჟილინას" დაუზავდა

AutoSharing Option
დღეს, 25 იანვარს, თურქეთის ქალაქ ლარაში შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" პირველი ტესტ-მატჩი გამართა. დინამოელთა მეტოქე სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერი "ჟილინა" იყო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩში თავდაპირველად თბილისელები დაწინაურდნენ - 67-ე წუთზე პენალტი ბექა მიქელთაძემ გაიტანა, თუმცა "ჟილინამ" ანგარიშის გათანაბრება 3 წუთში შეძლო.

8 იანვარს თბილისური გრანდის მეტოქე რუსული "ტომი" იქნება, 1-ელ თებერვალს მაკედონიურ "რაბოტნიჩკის" დაუპირისპირდება, ხოლო 4-ში რუსულ "ორენბურგთან" გაარკვევს ურთიერთობას.