U17. იტალია VS ბოსნია - რა იქნება ჩვენთვის ყველაზე სასურველი

AutoSharing Option
ორი უდანაკარგო გუნდის შეხვედრაში ჩვენთვის ყველაზე არასასურველი შედეგი ფრე იქნება. თუ ასე მოხდა, საქართველოს ნაკრების საქმე, რუსეთთან შეხვედრის შედეგის მიუხედავად, მნიშვნელოვნად გართულდება.

საქართველოს იტალიელთა გამარჯვება აძლევს ხელს.

აპენინელები ამ შეხვედრაში ფავორიტები არიან, თუმცა ბოსნია არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი და ეს საქართველოს ნაკრებმა საკუთარ ტყავზე იწვნია. ამ შეხვედრას ერთი დიდი ინტრიგაც ახლავს - როგორ ითამაშებს პატარა "სკუადრა აძურას" ლიდერი, "იუვენტუსის" ფორვარდი - ბიოტი მოისეს კინი.

საერთოდ, თვალსასეირო მატჩს უნდა ველოდოთ. იტალიელები თავიდანვე, ალბათ, შეტევაზე გააკეთებენ აქცენტს, ბოსნია კი მისთვის ესოდენ საყვარელ
სტილზე - ძალისმიერ ფეხბურთზე.

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგუფი. II ტური
17.03. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 16:00
იტალია - ბოსნია

იტალია

მეკარეები: დომენიკო კოპოლა (ტორინო), ალესანდრო პლიცარი (მილანი);
მცველები: ედოარდო ბიანკი, ჯანმარია ძანანდრეა (ორივე - იუვენტუსი), კარმინე სეტოლა (ჩეზენა), ალესანდრო ბასტონი (ატალანტა), რაულ ბელანოვა (მილანი), ლუკა პელეგრინი (რომა);
ნახევარმცველები: ფილიპო მელეგონი (ატალანტა), მარკო ოლივიერი (ემპოლი), დავიდე ფრატეზი, ანდრეა მარკუჩი (ორივე - რომა), მატეო გაბია (მილანი), ალესიო მილიტარი (ფიორენტინა);
თავდამსხმელები: გაბრიელე გორი (ფიორენტინა), ბიოტი მოისეს კინი (იუვენტუსი), ანდრეა პინამონტი (ინტერი), ჯანლუკა სკამაკა (პსვ ეინდჰოვენი, ჰოლანდია).
მწვრთნელი: ალესანდრო დალ კანტო

ბოსნია
მეკარეები: ფილიპ ვასი (ლოკომოტივა, ხორვატია), ფილიპ დუიმოვიჩი (ზრინსკი);
მცველები: მილან მკირიჩი (პარტიზანი, სერბეთი), ამკარ ბეშირევიჩი (ჟელეზნიჩარი), ამირ ველიჩი (ჟელეზნიჩარი), საშა პერიჩი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), ნიკოლა ვულეტიჩი (ჰაიდუკი, ხორვატია), რიად სადიკუ (სარაევო);
ნახევარმცველები: იასმინ ცელიკოვიჩი (რიეკა, ხორვატია), სტეფან კოვაჩი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), ედის სმაიჩი (სლობოდა), ერგინ მეჰულიჩი (სარაევო), დემირელ ველაჯიჩი (სარაევო), ანელ შაბანაჯოვიჩი (ჟელეზნიჩარი);
თავდამსხმელები: სევკია რეშიჩი (სარაევო), ტომაშ დადიჩი (დინამო, ხორვატია), პრედრაგ ვლადიჩი (პარტიზანი, სერბეთი), ბენიამინ ჰაჯიჩი (ბაიერნი, გერმანია).
მწვრთნელი: საკიბ მალკოჩევიჩი.

17.03. თბილისი. "მიხეილ მესხი". 14:00
საქართველო - რუსეთი

ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 1 1 0 0 4-0 3
2. ბოსნია 1 1 0 0 2-1 3
3. საქართველო 1 0 0 1 1-2 0
4. რუსეთი 1 0 0 1 0-4 0

III ტური. 20 მარტი
14:00 ბოსნია-რუსეთი
("მიხეილ მესხი", სათ)

14:00 საქართველო-იტალია
("მიხეილ მესხი")

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ნაკრებს აწყობს რომ ტურნირი შეწყდეს ან გაუქმდეს.
soso
13:05 17-03-2016
0

სიახლეები პოპულარული