რომან ფიფია: გია გეგუჩაძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთნის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადებით, თბილისური გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთნის.

"საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძის თანადგომა დასჭირდა. გეგუჩაძემ მთხოვა გუნდიდან გაშვება და მე მას უარი ვერ ვუთხარი.

გეგუჩაძე არის ის მწვრთნელი, რომელიც "დინამოს" სჭირდებოდა და მასთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმები გვქონდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა. ჩემი ინფორმაციით, ის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთნის", - თქვა ფიფიამ.

შეგახსენებთ, რომ რომან ფიფია სფფ-ის აღმასკომის წევრია. ამჟამად სფფ-ში აღმასკომის სხდომა მიმდინარეობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის საკითხზე.

თბილისის "დინამოში"
გია გეგუჩაძეს სავარაუდოდ, იურაი იარაბეკი შეცვლის. სლოვაკური პრესის ინფორმაციით იარაბეკი "დინამოსთან" ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
გაიგეს რა ხალხის ნეგატიური დამოკიდებულიება ამ მოვლენის მიმართ, შეცვალეს "პლასტინკა" და გეგუცაძე ახალგაზრდულში გადაამისამართეს. ვისაც თქვენი სჯერა კიდევ... ბრავო მათ..
ნიკა
26 იანვარი 2016 11:35
0
აჰა, იძახეთ ეხლა წინასწარ გათვლილი. პროფესორებად რომ მოაქვს ზოგ-ზოგიერთებს თავი და იძახით ყველაფერი წინასწარ იყოვო. წინასწარ კი არ იყო ცხადაძემ დაიღუპა თავი
Kaxa
26 იანვარი 2016 11:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული