U19. საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ელიტრაუნდისთვის

AutoSharing Option
19 მაისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეიკრიბა და ელიტრაუნდისთვის მზადების დასკვნით ეტაპს შეუდგა.

გიორგი დევდარიანის გუნდი უმძიმეს ჯგუფში მოხვდა. მისი მეტოქეები ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი იქნებიან.

ამჟამად, მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 26 ფეხბურთელია. მათგან ელიტრაუნდში 18 საუკეთესო ითამაშებს. ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ბექა ქურდაძე, ლაზარე კუპატაძე (ორივე - საბურთალო), ოთო გოშაძე (ქასიმფაშა, თურქეთი)
მცველები: ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, ცოტნე ნადარაია (ყველა - საბურთალო), ზურაბ მალანია (შუქურა), გიორგი დუმბაძე (ლოკომოტივი), გიორგი თევზაძე (სამტრედია)
ნახევარმცველები: გიორგი ხარაიშვილი, გურამ
გოშთელიანი, ლადო მამუჩაშვილი (ყველა - საბურთალო), გიორგი ბერიძე (ზესტაფონი), ლადო მოხევიშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ზაურ გოგუაძე (ტორპედო), გიორგი კილასონია (მეტალურგი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ)
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია (გენკი, ბელგია), გიორგი ხორხელი (საბურთალო), ბექა ჭკუასელი (დინამო ბთ), მათე კვირკვია (ზესტაფონი), აკაკი შულაია (მერანი), გიორგი არაბიძე (ლოკომოტივი), ილია კერძევაძე (სამტრედია), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია).

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, მეკარე ბექა ქურდაძე გუნდთან ერთად მხოლოდ საწყის ეტაპზე იქნება, შემდეგ კი 17 წლის გოლკიპერი ახალგაზრდულ ნაკრებში გადაინაცვლებს - 3 ივნისს, სერავალეში, ალექსანდრე ჩივაძის კრებულს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ელის სან მარინოსთან.

"ემპოლის" თავდამსხმელი რომან ჭანტურია ნაკრებს 26 მაისს შეუერთდება. რაც შეეხებათ საქართველოს თასის ფინალისტებს - სამტრედიელ გიორგი თევზაძეს, ილია კერძევაძესა და დინამოელ ოთარ კიტეიშვილს, ისინი დევდარიანის განკარგულებაში ფინალის (26 მაისი) შემდეგ იქნებიან. გასაგებია, რომ კლუბებს საკუთარი ინტერესები აქვთ, მაგრამ ამით 19-წლამდელთა ნაკრებიც ზარალდება...

შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელთა ელიტრაუნდი 29 მაისს დაიწყება და 3 ივნისს დასრულდება.

მატჩები "მიხეილ მესხზე" გაიმართება. "პირველი არხი" საქართველოს ნაკრების სამივე მატჩს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
საბურთალო წარმატებული პროექტია .იქ შედარებით ობიექტური სიტუაციაა ,იმიტომაც მოახერხეს და გადავიდნენ უმაღლეს ლიგაში !დევდარიანიც ობიექტური მწვრთნელია და დაინახა ეს ყველაფერი.რავი მე მჯერა რო ეგ თაობა რაღაცას სერიოზულს მიაღწევს.კარგი იქნება სხვა საფეხბურთო სკოლებშიც თუ მიხედავენ ბავშვებს .
Zviad
14:31 20-05-2015
0
ფაქტიურად პირველი ლიგის საბურთალოდან აუკრეფია უმრავლესობა
ogafa
13:55 20-05-2015
0

სიახლეები პოპულარული