გიორგი ჩაკვეტაძე: მაყურებლის თანადგომა ძალიან გვჭირდება

AutoSharing Option
დღეს, 5 ივლისს, საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში II ტურის შეხვედრას შვედეთის თანატოლთა გუნდთან ჩაატარებს. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

- U19. საქართველო VS შვედეთი - არ დაიზაროთ!..

4 ივლისს გიორგი ყიფიანის გუნდმა თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ივარჯიშა. ვარჯიშამდე კომენტარი გიორგი ჩაკვეტაძემ გააკეთა.

"პორტუგალიასთან არბიტრმა უხეში შეცდომა დაუშვა, მაგრამ რას ვიზამთ, ფეხბურთში ყველაფერი ხდება. მთავარია,  ახლა მოვიგოთ. მცირე ტკივილები მქონდა, მაგრამ საშიში და სერიოზული
არაფერია. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი და ახლა თამაშისთვის გუნდთან ერთად ვემზადები.

რაც შეეხება შვედებთან შეხვედრას, მეტოქის თამაშები შევისწავლეთ და თეორიაზეც ვილაპარაკეთ. შევეცდებით, მაქსიმალურად მობილიზებულები გავიდეთ, ხალხისთვის ვითამაშოთ და მოგებით გავახაროთ. შვედეთი ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ტექნიკურად და ტაქტიკურად ჩვენზე უკეთესები არიან. მინუსები გააჩნიათ და მათ გამოყენებას და მოგებას შევეცდებით".

მისი თქმით, ის "მიხეილ მესხზე" საკმაოდ ბევრ გულშემატკივარს ელის:

"დღეს გავიგეთ, რომ უკვე სამი ათასი ბილეთია გაყიდული. იმედია, თამაშის დღეს უფრო მეტი გაიყიდება. მაყურებლის თანადგომა ძალიან გვჭირდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული