ვატო არველაძე: ასეთ შემთხვევაში, გაცილებით უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებთ

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებულმა თბილისის "ლოკომოტივის" ნახევარმცველმა ვატო არველაძემ ევროპის ჩემპიონატის წინ გაზეთ "ლელოსთან" კომენტარი გააკეთა. ფეხბურთელის თქმით, გიორგი ყიფიანის გუნდში იმედიანი განწყობაა.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი 2-იოდან 15 ივლისს ჩათვლით თბილისსა და გორში ჩატარდება და მასში კონტინენტის პირველობისთვის 8 ნაკრები იბრძოლებს.

"ჩვენს გუნდში ინდივიდუალურად ძლიერი ბიჭები შეიკრიბნენ და მეტოქეთა მაღალი დონის მიუხედავად, გუნდში კარგი, იმედიანი განწყობაა. საქმეს ყველა სერიოზულად უდგება, მოწინააღმდეგეებიც კარგად გვყავს შესწავლილი.

ეს მაიმედებს, რომ მეტოქეებს ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ.

კარგი იქნება, თუ სტადიონზე ბევრი ხალხი მოვა და გვერდში
დაგვიდგება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი გუნდი გაცილებით უკეთეს ფეხბურთს ითამაშებს, რადგან ხალხის თანადგომა ბევრს ნიშნავს". - ამბობს არველაძე.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მტელი გორი ტქვენტან არის.
vvv.
17:39 02-07-2017
0
ბიჭებო!!! გული არ გაიტეხოთ. ბოღმის "ბუკეტებს" რა გამოლევთ. საკვირველი ის არის, რომ არც ჭკნებიან. სულ იკბინებიან ჭინჭარივით...
tngh
16:16 02-07-2017
0

სიახლეები პოპულარული