დუშან უჰრინი: რა გინდათ, რომ გავაკეთო?

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა ლონდონის "ტოტენჰემთან" (0:5) ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველი შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენთვის ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. პირველი სამი გოლი ინდივიდუალური შეცდომების ხარჯზე გავუშვით.

გუნდი ცდილობდა, ეთამაშა კარგად, მაგრამ ჩვენი ოპონენტი საკმაოდ ძლიერი იყო.

არ მინდა სათითაოდ
ვილაპარაკო ფეხბურთელებზე. არ მგონია, რომ რომელიმე მათგანს მოტივაცია აკლდა.

ჩისკოს ტრავმაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, ხვალ ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ზუსტად გვეცოდინება ყველაფერი.

ვიცი
, რომ 0:5-ით წაგება ცუდია, მაგრამ ჩვენთან ჩემპიონატი სხვა დონისაა, ინგლისში - სხვა, თუმცა
კარგია, რომ გუნდი ასეთი დონის მეტოქეს ეთამაშება, რადგან ფეხბურთელები გამოცდილებას მიიღებენ და კვალიფიკაციას აიმაღლებენ.

რა გინდათ, რომ გავაკეთო? ამის გამო ფეხბურთელები გავუშვა გუნდიდან?

რაც შეეხება ჩემს მომავალს, ეს ალბათ კლუბის მფლობელს უნდა ჰკითხოთ. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ კონტრაქტით კიდევ ერთი წელი მაკავშირებს "დინამოსთან",
- თქვა უჰრინმა.

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" "ტოტენჰემთან" გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა
ანდრე ვილაშ-ბოაში: ქართველების დახვედრით კმაყოფილი ვარ
მკითხველის კომენტარები / 10 /
დუშანი უნდა გაუშვას ფიფიამ, როცა გარსია გაუშვა გუნდში უდისციპლინობის გამო. 1 წელი გავიდა რაც დუშანი მწვრთნელია და არანაირი შედეგი გარდა ჩემპიონობისა, ყოველშემთხვევაში გუნდს არ ეტყობა მწვრთნელის ხელი.ჯერ გუშინ უსტარიცის მაგივრად გამოუცდელი გველესიანი რატომ ათამაშა? ან მერებაშვილი რაღაცას მარტო მარცხენა ფლანგზე აკეთებს და ცენტრში იყო. ასევე გასაშვებია ტყავაზეც რომელიც სელექციის აზრზე არაა, რა გლიშიჩი ან ვუო, გოგაც არამგონია რამე იყოს. კდიევ რამოდენიმე უგულო ფეხბურთელიც უნდა მიაყოლოს, სადაც კერიმოვმა ეტო წილიანი დიარა და მტელი გუნდი გაუშვა ამათი გაშვებაც არ უდნა იყოს ძმელი!!
dato
16:52 23-08-2013
0
რა უნდა გააკეთო და თუ შეგიძლია ტაქტიკა უნდა ასწავლო. თუ სირბილსაც ასწავლი უკვე გუნდს დაემსგავსებით. გუშინ ფიზმომზადების მწვრთნელი უკეთესად დარბოდა, ვიდრე ყველა ფეხბურთელი ერთად.
guja_kakhadze
12:00 23-08-2013
0

სიახლეები პოპულარული