A ჯგუფი: განიავებული მომენტები პარიზში [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრა საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართა, სადაც პსჟ-მ ლონდონის "არსენალს" უმასპინძლა.

ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი გოლიც სწორედ ამ მატჩში გავიდა, რადგან ედინსონ კავანიმ უკვე პირველ წუთზე გახსნა ანგარიში - სამხრეთამერიკელი ფორვარდი შეფრინდა მეტოქის საჯარიმოში და თავური დარტყმით შეარხია ლონდონელთა კარის ბადე.

კავანის კიდევ არაერთი გოლის გატანა შეეძლო და ზოგადად, პსჟ მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა კოლოსალურ უპირატესობას, მაგრამ მასპინძლებმა ურიცხვი მომენტი გაატანეს ქარს, რისთვისაც 77-ე წუთზე დაისაჯნენ - "არსენალის" იშვიათი იერიში ალექსის სანჩესის ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა,
1:1. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ პსჟ-მ ორი ქულა დაკარგა, "არსენალმა" კი ერთი ქულა მოიპოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

A ჯგუფის მეორე შეხვედრაც ფრედ დასრულდა და იქაც თითო გოლი გაცვალეს გუნდებმა. "ლუდოგორეცთან" შეხვედრაში "ბაზელი" ფავორიტად იყო მიჩნეული, მაგრამ შვეიცარიელები მხოლოდ ერთ ქულას გამორჩნენ. ეგ კი არა, ბულგარელები იგებდნენ შეხვედრას და სამი ქულის მოპოვებაც შეეძლოთ.

ანგარიში ჯონათან კაფუმ გახსნა და სტუმართა გუნდი პირველი ტაიმის მიწურულს დააწინაურა. მასპინძლებმა ანგარიში მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გაათანაბრეს, როდესაც ზუსტად რენატო სტეფენმა გაისროლა. ამ შემთხვევაშიც, ფრემ სტუმრები გაახარა, რადგან "ლუდოგორეცისთვის" ჩემპიონთა ლიგაში მოპოვებული თითოეული ქულა გამარჯვების ტოლფასია.

მით უმეტეს, ბულგარელებმა შესანიშნავ ფორმაში მყოფი შვეიცარიელები გააჩერეს - თავისი ქვეყნის ჩემპიონატში, "ბაზელს" შვიდიდან შვიდივე მატჩი აქვს მოგებული.

პსჟ-არსენალი 1:1
გოლები: 1:0 კავანი (1), 1:1 სანჩესი (77)
პსჟ (4-3-3): არეოლა - ორიე (84. მონიე), მარკინიოსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - ვერატი, კრიხოვიაკი (79. პასტორე), რაბიო (74. მოტა) - მატუიდი, დი მარია, კავანი
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - კოკელინი (76. ჯაკა), კასორლა - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (90. ჟირუ), იოზილი (85. ელ ნენი), აივობი - სანჩესი
გაფრთხილება: კოკელინი (არსენალი)
გაძევება: ვერატი (90) - ოქსლეი-ჩემბერლენი (90)
კუთხური: 11-7; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 9-6 (5-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 48 000

ბაზელი-ლუდოგორეცი 1:1
გოლები: 0:1 კაფუ (45), 1:1 სტეფენი (80)
ბაზელი (4-5-1): ვასლიკი - ლანგი, სუხი, ალვარესი, ტრაორე - ბარნასონი, ზუფი (70. ფრანსონი), ჯაკა, დელგადო (82. კალა), სტეფენი - იანკო (40. დუმბია)
ლუდოგორეცი (4-2-3-1): სტოიანოვი - მილნევი, მოტი, პალომინო, პიმიენტა (80. ვიტინია) - დიაკოვი (90. საშა), ანდრიანანტენაინა - მისიდანი, მარსელინიო, ვანდერსონი (85. პლასტუნი) - კაფუ
გაფრთხილება: სტეფენი - ვანდერსონი, პიმიენტა
კუთხური: 1-0; ჯარიმა: 26-17; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 8-3 (5-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 38 000

მომდევნო ტური
28 სექტემბერი:
ლუდოგორეცი-პსჟ, არსენალი-ბაზელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული