არსენ ვენგერი: ამან თამაში მოგვიკლა, მაგრამ ბრძოლა არ დასრულებულა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მიუნხენის "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

19 თებერვალს, ლონდონში გამართულ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში მასპინძლები ანგარიშით 0:2 დამარცხდნენ. პირველ ტაიმში, როცა ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, გიბსის ტრავმისა და მეკარე შჩესნის გაძევების გამო ვენგერს ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება დასჭირდა.

"ჩვენ უხეში შეცდომები დავუშვით, მაგრამ ამის მიუხედავად, გუნდმა სულის სიმტკიცე აჩვენა. გაფუჭებულმა პენალტმა დაამწუხრა ჩვენი გულშემატკივრები და ხასიათი წაუხდინა. ათნი დავრჩით და ეს ჩვენს "ფიზიკაზე" აისახა.

დღეს ჩემმა გუნდმა შეძლო თავისი ძლიერი მხარეების წარმოჩენა,
მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც დავმარცხდით.

ვოიცეხ შჩესნიმ არასწორად შეაფასა ვითარება, თუმცა მას წესის დარღვევა განზრახული არ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც გიბსი და შჩესნი გამოგვაკლდა და ორი იძულებითი ცვლილება განვახორციელეთ, ათი კაცით დარჩენილებს თამაშში კორექტივების შეტანის შესაძლებლობა აღარ გვქონდა. ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა, კიდევ ვინმეს ტრავმა მიეღო...

ისღა დაგვრჩენოდა, შევგუებოდით ბედს და გვერბინა ბურთისთვის, მაშინ, როცა მეტოქეს შეეძლო დასვენებული მოთამაშეების მოედანზე გამოყვანა. ამან სრულებით მოკლა თამაში", - აქვეყნებს ვენგერის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

"არსენალს" პირველ ტაიმში ჰქონდა ანგარიშის გახსნის რეალური შანსი, მაგრამ მესუთ იოზილმა 11-მეტრიანიდან მანუელ ნოიერს ვერ აჯობა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"ვფიქრობ, გაცუდებულმა პენალტმა იოზილის თამაშს დაღი დაასვა და ეს ალბათ თქვენც შეამჩნიეთ. არადა, ძალიან უნდოდა თავის გამოჩენა", - თქვა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი მიუნხენში 11 მარტს გაიმართება. ვენგერმა "ბაიერნთან" შარშანდელი დაპირისპირებაც გაიხსენა.

"ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ. შესვენებისას ვიცოდით, რომ უნდა შეგვენარჩუნებინა ანგარიში და დავლოდებოდით საკუთარ შანსს. გასულ სეზონში ჩვენ შევძელით "ბაიერნის" სტუმრად ძლევა და ამის გაკეთებას ამჯერადაც შევეცდებით".

ასევე იხილეთ:
არსენალი-ბაიერნი 0:2 - "ბაიერნი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული