ლაურენციო რეგეკამპფი: დაგეგმილი გვაქვს "დინამოს" ბარიერი გადავლახოთ

AutoSharing Option
ბუქარესტის "სტიაუას" მთავარმა მწვრთნელმა ლაურენციო რეგეკამპფმა "დინამო არენაზე" გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოსთან" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

"თბილისის "დინამოსთან" მატჩისთვის მზად ვართ. შევეცდებით ჩვენთვის სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ, რადგან დაგეგმილი გვაქვს ეს ეტაპი გადავლახოთ.

ახლა უფრო ძლიერ მეტოქესთან გვიწევს დაპირისპირება, ვიდრე მეორე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. ჩვენ მეტოქეს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, ამიტომ ჩვენი მაქსიმუმის ჩვენება მოგვიწევს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ გასვლაზე ვთამასობთ ფრე მისაღები შედეგი იქნება, მაგრამ თუ გადახედავთ "სტიაუას" ბოლოდროინდელ მატჩებს, მიხვდებით, რომ ჩვენ შინ და
გასვლაზეც მხოლოდ მოსაგებად ვთამაშობთ",
- თქვა რუმინელმა სპეციალისტმა.

ასევე იხილეთ:
დუშან უჰრინი: თუ მოხდა ისე, რომ გოლი გაგვიტანეს, ჩვენ ორს გავუტანთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული