კარლ-ჰაინც რუმენიგე: კმაყოფილები ვართ და გვიხარია, რომ "ბარსელონასთან" ვითამაშებთ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

12 აპრილს ნიონში, უეფას შტაბბინაში გამართულმა წილისყრამ მიუნხენის "ბაიერნი" "ბარსელონას" დააპირისპირა.

"წილისყრის შედეგით კმაყოფილები ვართ. "ბარსელონა" ევროპის საუკეთესო გუნდია და გვიხარია, რომ მასთან ორთაბრძოლა მოგვიწევს.

ოღონდ ეგაა, "ბარსელონა" გაცილებით რთული მეტოქეა, ვიდრე "იუვენტუსი". მესის შეჩერება ჰერაკლეს გმირობის ტოლფასია",
- თქვა რუმენიგემ.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები გაირკვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული