კრიშტიანო რონალდომ მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე 113-მა გუნდმა...

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაში უკვე 103 გოლია. ამ მაჩვენებლით კრიშტიანო ფეხბურთელთა შორის ყველას უსწრებს, თუმცა რაღა ფეხბურთელებს...

გამოითვალეს და აღმოჩნდა, რომ პორტუგალიელმა ლიგაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე 113-მა კლუბმა, რომელთაც ამ პრესტიჟულ ტურნირზე უასპარეზიათ 25-წლიან ისტორიაში (რაც ახალი ფორმატით და სახელით ტარდება). კრიშტიანომ ბოლო წუთზე შეასრულა ჰეთ თრიკი და იმ მომენტში გაუსწრო ჰოლანდიურ გრანდ "პსვ ეინდჰოვენს", რომლის ანგარიშზეც ჩემპიონთა ლიგაზე 102 გოლია.

ახლა ის ისეთ კლუბებს უსწრებს, როგორებიც "რომა", "ატლეტიკო", "ბენფიკა", "მარსელი", "შალკე" და სხვებია. მადეირელი
წინაა "მანჩესტერ სიტიზეც", რომელიც 2011/12 წლების სეზონიდან აუცილებლად ყოველ წელს მონაწილეობს ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე. "სიტის" ჯამში სულ 81 გოლი დაუგროვდა.

რონალდოს პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე 2007 წელს გავიდა - მეოთხედფინალურ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომა" 7:1 მოსრა, ხოლო რონიმ დუბლი შეასრულა. რონალდომ მას მერე სამჯერ მოიპოვა ტიტული, ერთხელ "იუნაიტედში" თამაშისას და ორჯერ "რეალში". ახლა ის მეოთხე ტიტულთან არის ძალიან ახლოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაცვას მიხედე,დაცვას ხვედელიძე.
ბარსას ფანის სურვილი
12:48 04-05-2017
0

სიახლეები პოპულარული