პაოლო დიბალა: ძალიან კმაყოფილი ვარ, აი, ძალიან

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა პაოლო დიბალამ "ბარსელონასთან" (3:0) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. I მატჩი: ყველაფერი წარმავალია... [VIDEO]

"ვფიქრობ, რომ ბრწყინვალე თამაში ვაჩვენეთ. ჩვენი მომენტების დიდი ნაწილი გამოვიყენეთ და ეს პოზიტიური შედეგია საპასუხო მატჩამდე.

ძალიან კმაყოფილი ვარ, აი, ძალიან. ბავშვობაში ვოცნებობდი, ასეთი რამ მეგრძნო და დღეს ეს მოვახერხე. ყველა კარგ სიტუაციაში ვართ და საკუთარი თავის გვჯერა. მნიშვნელოვანია, წინ ვიაროთ და ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ.

ვიცით, რომ საპასუხო შეხვედრაში დადებით შედეგს უნდა მივაღწიოთ და კარი მშრალად შევინახოთ.

ბარსელონაში თამაში რთულია და ამაში ყველანი დავრწმუნდით პსჟ-სთან მატჩის შემდეგ, მაგრამ ჩვენ კარგი გუნდი ვართ და ერთად შეგვიძლია წარმატების მიღწევა", - თქვა დიბალამ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული