სტივენ ჯერარდი: ეს ბიჭი "ბარსელონას" ფორმას საერთოდ როგორ ატარებს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა, რომელიც ამჟამად BT Sport-ზე ექსპერტად მუშაობს, "ბარსელონას" მცველი ჟერემი მატიე გააკრიტიკა.

ინგლისელს ტურინის "იუვენტუსთან" მატიეს თამაში არ მოეწონა, რომელიც პირველი ნახევრის მერე შეცვალეს.

"მატიე შესვენებაზე შეცვალეს. მან კოშმარული პირველი ტაიმი ჩაატარა. გაოცებული ვარ, ეს ბიჭი "ბარსელონას" ფორმას საერთოდ როგორ ატარებს. მას "ბარსელონას" დონემდე ისე აკლია, როგორც მთვარემდე", - თქვა ჯერარდმა.

"ასეთი რამდენიმეა. თუ ისინი საპასუხო შეხვედრაში ითამაშებენ, "იუვენტუსს" მხოლოდ გაუხარდება - ანდრე გომეში, მატიე... მეკარე ტერ შტეგენიც არ მომწონს", - დაამატა BT Sport-ის კიდევ ერთმა
ექსპერტმა, ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ფორვარდმა იან რაიტმა.

შეგახსენებთ, რომ ტურინის "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში "ბარსელონა" ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. I მატჩი: ყველაფერი წარმავალია... [VIDEO]

მომზადებულია Squawka-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერარდი დახატავდა ამ ბარსას
bebeto
13:58 12-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული