ევროტურნირები

ჩემპიონთა ლიგა

"ბარსელონამ" სასწაული მოახდინა და "პარი სენ-ჟერმენი" ლიგიდან გააგდო

AutoSharing Option
8 მარტს ჩემპიონთა ლიგის ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა. "ბარსელონამ" "პარი სენ-ჟერმენს" უმასპინძლა და სასწაულებრივ შეძლო ამ გუნდის ტურნირიდან გაგდება. 0:4-ის მერე ლუის ენრიკეს შეგირდებმა "კამპ ნოუზე" 6:1 იმარჯვეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირის ისტორიაში პირველად 0:4-ის შემდეგ შეძლო რომელიმე გუნდმა მეტოქის გაგდება.

"დორტმუნდმა" 0:1 ამოქაჩა "ბენფიკასთან", შინ 4:0 იმარჯვა და ასევე აგრძელებს ბრძოლას.
ასევე დაგაინტერესებთ