დედის გინება რუსულ ტელეარხზე - ქუთათელაძე და მარადიშვილი კომენტატორმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში „ნიჟნი ნოვგოროდი“ სახლში 2:3 დამარცხდა მოსკოვის „ლოკომოტივთან“. Матч ТВ-ზე ტელეკომენტატორი რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ კორნეევი იყო, რომელმაც მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელები ნიკოლოზ ქუთათალაძე და კონსტანტინე მარადიშვილი პირდაპირ ეთერში უცენზურო სიტყვებით მოიხსენია:

„ქუთათელაძემ მე-11 წუთზე მიირბინა, ... ,უხეიროდ დაარტყა ცაციათი. ის უკვე, ... , მკვდარი იყო! ის უკვე დაიღალა. გესმის? შეხედეთ მას - არ მესმის, ეს ბიჭი რას აკეთებს.

ისინი მარადიშვილით გაძლიერდნენ, ... ეს სასაცილოა, ...! ეს კუჩაევი, ... საერთოდ რა გაძლიერებაა.

მათთვის ყველაზე დიდი დანაკარგი ...
მოედნის ცენტრშია... შავი ბიჭუნა! დაიმტვრა ახლა. მაიგა!“

ქუთათელაძემ 65-ე წუთამდე ითამაშა, მარადიშვილს კი ტრავმის გამო ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

თავისი შვილის დედის გინებით მოხსენიებაზე კომენტარი ფეხბურთელის მამამ, კობა მარადიშვილმა გააკეთა.
„ვინ აძლევს ფედერალურ არხზე ასეთ ხალხს მუშაობის უფლებას? რასაც ის ამბობს ჩემს შვილზე და „ნიჟნი ნოვგოროდის“ სხვა ფეხბურთელებზე, ეს ყველაფერი უცოდინრობაა. კორნეევზე არ ვბრაზდები. როგორი ფეხბურთელიც იყო, ისეთივე შეხედულებები აქვს. რატომ საუბრობენ და იყენებენ ასეთი ადამიანები უცენზურო სიტყვებს მთელ ქვეყანაში - ეს ტელევიზიის მიმართ კითხვაა“, - ციტირებს კობა მარადიშვილს Sport24.

მოგვიანებით კორნეევმა უცენზურო გამონათქვამების გამო ბოდიში მოიხადა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
ისწ აკვირდებით რუსეთის ჩემპიონატიდან არცერთი რო არ გამოადგა ნაკრებს?
არც ეს. ფაქტობრივად არც საზანოვი.
და არც ის დამავიწყდა ქარტული გვარი რო აქვს მგონი მოსკოვია დინამოდან არის :)
ქარტველი რო მოსკოვის დინამოში იქნება რაღაზეა საუბარი :)
8
რუსების "ბლიად", რო გიკვირთ, ლამის ყოველი მეორე (თუ პირველი არა) ქართველი იგინება: ქალები, კაცები, ბაცშვები.თანაც უბინძურესი პირით. ჩემი დედა მოვ**ანოს"რო შვილი დაიგინება, ასეთ ერს რა უნდა მოკითხო? ქართველი კაცისთვის დედა ყოველთვის საფიცარი ხატი იყო, ეხლა?! ისე რო, რუსებზე მეტი რითი ხართ? საკუთარ დედას რო აგინებთ მაგიტომ?
ყველამ, თქვენს დაბინძურებულ ენებს მიხედეთ1
12:39 27-04-2024
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული