რონალდოს ჰეთ-თრიქი და ორი გოლი ჯარიმიდან - პორტუგალიელი მაგარ ფორმაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საუდის არაბეთის პროლიგის 26-ე ტურში "აბჰამ" "ალ ნასრს" უმასპინძლა და 0:8 დამარცხდა.

სტუმართა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა.

პორტუგალიელმა 10-წუთიან მონაკვეთში 2-ჯერ ჯარიმიდან გატანა მოახერხა, შემდეგ კი თანაგუნდელს გაატანინა.

აღსანიშნავია, რომ რონალდო "ალ ნასრის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის კასტრომ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.

მიმდინარე სეზონში კრიშტიანომ ყველა ტურნირზე 35 მატჩი გამართა, თავი კი 36 გატანილი გოლითა და 12 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ნამდვილი მებრძოლი და მისაბაძი" - დანი

altრონალდომ დაასახელა კლუბი, სადაც

კარიერას დაასრულებს

altრონალდო ბოლო ადგილზე - შირერმა პრემიერლიგის ისტორიაში 5 საუკეთესო გარემარბი დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 5 /
კაია შეყაროს :)))))) დაგვიბერდნენ მესი და რონალდო მაგრამ ყველა ლიგაში ვუყურებ მაინც სადაც არ უნდა წავიდნენ, სანამ პროფესიონალურად თამაშობენ ფეხბურთს. დაიმსახურეს ეს.
1
Saqartvelosac gautans es ise tamashobs ert or gols
ფენომენო
11:16 03-04-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული