"სალაჰი ისეთი არ არის, როგორიც გგონიათ" - პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელის უცნაური განცხადება ეგვიპტელზე

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა იაკუბუ აიეგბენიმ "ლივერპულის" ვარსკვლავი მოჰამედ სალაჰი გააკრიტიკა.

ნიგერიელი ფორვარდის თქმით, სალაჰი მსოფლიო დონის ფეხბურთელი სულაც არ არის.

"ჩემი აზრით, სალაჰი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი არ არის. ის ბურთით დამაჯერებლად ვერ გამოიყურება და გოლები იღბლის წყალობით გააქვს, დიახ, უბრალოდ უმართლებს.

შეუძლებელია იმის თქმა, რომ ეგვიპტელი ყველა დროის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელია, ვისაც პრემიერლიგაში უთამაშია, ასეთი მოთამაშეების რიცხვს ოკოჩა, დროგბა, კანუ, იაია ტურე, ადებაიორი და მანე მიეკუთვნებიან", - განაცხადა იაკუბუმ.

შეგახსენებთ, სალაჰი "ლივერპულს" 2017 წელს შეუერთდა,"მომომ" "სქაუზერების" რიგებში ჯამში 240 მატჩი ჩაატარა,
თავი კი 152 გატანილი გოლით გამოიჩინა.

altსალაჰის დუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა - უხვგოლიანი ფრე "ბრაიტონსა" და "ლივერპულს" შორის [VIDEO]

altროდესაც ყველაფერი 1 წამში იცვლება - როგორ იზეიმა კლოპმა სალაჰის აცილებული პენალტი [VIDEO]

altსალაჰი და "ლივერპული" სრულდება? - ეგვიპტელი შესაძლოა, ლიგა 1-ში ვიხილოთ

მკითხველის კომენტარები / 15 /
გვარიც ძლივს წავიკითხე ამან ვინ უნდა გააკრიტიკოს
გიორგი
14:49 24-03-2024
0
"უმართლებს" მაგარია :)))))))))))))))))
საბა
16:12 23-03-2024
0

სიახლეები პოპულარული