სალაჰი და "ლივერპული" სრულდება? - ეგვიპტელი შესაძლოა, ლიგა 1-ში ვიხილოთ

AutoSharing Option
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მოჰამედ სალაჰმა შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, "ლივერპულის" რიგები დატოვოს.

ეს ყველაფერი უფრო სავარაუდო იმ შემთხვევაში გახდება, თუ "მერსისაიდელები" ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებენ.

იწერება იმის შესახებაც, რომ თუ კლოპის ბიჭებმა ევროპის მთავარი საფეხბურთო ტურნირის საგზური ვერ მოიპოვეს, ეგვიპტელის გაყიდვას თავად "ლივერპულის" ბოსებიც გეგმავენ.

ასეთ შემთხვევაში კი ფეხბურთელის დამატების მთავარი კანდიდატი პსჟ იქნება, ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებლად კი 80 მილიონი ევრო სახელდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სხვაგანნსად წავიდოდა აბა. ეს ოსჟ ხომ ბუდეაა ვარსკვლავების, ფულის მბეჭდავი ქარხანა. რასაც იგებენ მე კი ხედავს ყველა! არ არსებობს ამათვის არანაირი წესი, არ მოქმედებს არაფერი. რა ფინანსურ ფეარ ფლეიზეა საუბარი საერთოდ. არსებობს რაიმე წესი რომელიც არ დაურღვევიათ? ძნელად გასახსენებელია. ყოველ წელს კი არიან ლიგის მოგების ნ1 ფავორიტებო
მურთო
22:41 26-02-2023
0

სიახლეები პოპულარული