ხუან ჟესუსი: რასისტები უტვინოები არიან

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ, "ინტერისა" და "ნაპოლის" (1:1) მატჩის დროს, "პარტენოპეის" ცენტრალური მცველის, ხუან ჟესუსის თქმით, "ნერაძურის" ფეხბურთელმა ფრანჩესკო აჩერბიმ მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.

ამასთან დაკავშირებით "პარტენოპეის" ბრაზილიელმა მოთამაშემ დამატებითი კომენტარი გააკეთა.

"რასიზმი გუშინ არ დაწყებულა. ამ პრობლემას დიდი ხანია ვებრძვით, თუმცა უშედეგოდ. ყველამ უნდა გაიგოს, რომ შავკანიანებიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორებიც თეთრკანიანები. ყველანი ღმერთის შექმნილები ვართ, და ერთმანეთისგან არ განვსხვავდებით.

რასიზმი სტადიონებზე დღესაც აქტუალურია. რასისტებს პატარა ტვინი აქვთ. მინდა პატარებს მივმართო, "თუ ოდესმე რასისტული შეურაცხყოფა მოგაყენეს, დარჩით მტკიცედ და არავის
მოუსმინოთ", - განაცხადა ჟესუსმა.

შეგახსენებთ, აღნიშნული სკანდალის გამო ფრანჩესკო აჩერბი დროებით იტალიის ნაკრებიდან მოკვეთეს.

altჟესუსი არ ტყუოდა - რასისტული შეურაცხყოფის გამო აჩერბი იტალიის ნაკრებიდან მოკვეთეს

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნუ წაიღეთ ტვინი ამ რასიზმის ძახილით. უზრდელი თეთრი რასაც სხვა თეთრს ეუბნება, იგივე შავსაც რომ უთხრას ეს არაა რასიზმი. უბრალოდ უზრდელია და რასიზმის ძახილის გარეშე ყბაში უნდა მოსდო.
გიორგი
00:08 22-03-2024
0
ღმერთმა კი შექმნა ადამიანი, მაგრამ ინდოევროპელებს არ სურთ რასობრივი აღრევა! მაგ. თბილისის ქუჩებში ზანგი ქართველების სირბილი, და კიდევ, ზანგი და თეთრი რომ შეუღლდეს აუცილებლად მულატი არ იბადება. შესაძლოა თეთრი დაიბადოს, შემდეგ ეს თეთრი დაოჯახდეს თეთრზე და შავი გაჩნდეს!
ლაშა
16:38 21-03-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული