"იმედია, ჩვენთან დარჩება" - გვარდიოლამ სილვაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ბერნარდო სილვას შესახებ ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, პორტუგალიელი შემტევი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი აქვს, რომ ბერნარდო "ქალაქელებში" დიდხანს დარჩება.

"ის ყველას უყვარს და გვსურს, რომ აქ დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს. ბერნარდო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სილვამ "სიტის" მაისურით 24 მატჩი გამართა, თავი კი 6 გატანილი გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული