"ლევერკუზენი" შესაძლოა, რაულმა ჩაიბაროს

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, "ლევერკუზენს" სეზონის ბოლოს ჩაბი ალონსო დატოვებს. ესპანელი სპეციალისტის საკუთარ გუნდში ხილვა "ლივერპულსა" და მიუნხენის "ბაიერნს" სურთ.

გერმანული Bild-ის ცნობით, "ლევერკუზენი" ალონსოს შემცვლელად წარსულში ცნობილი ფეხბურთელისა და ამჟამად "რეალის" მეორე გუნდის, "კასტილიას" მწვრთნელის, რაულის კანდიდატურას განიხილავს.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, ალონსოს "რეკორდმაისტერში" გადასვლის შესაძლებლობა უფრო ხიბლავს, ვიდრე "ნისლიან ალბიონზე" სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება.