"ფეხბურთელისთვის ინგლისში თამაში ბევრად მარტივია, ვიდრე ესპანეთში" - ტიერი ანრი

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ტიერი ანრიმ "რეალის" ვარსკვლავ ჯუდ ბელინგემის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ფეხბურთელისთვის ინგლისის პრემიერლიგაში თამაში ბევრად მარტივია, ვიდრე ესპანეთის ლა ლიგაში.

"ჯუდ ბელინგემით უბრალოდ აღტაცებული ვარ და არ შევდივარ იმ ხალხის კატეგორიაში, რომლებიც "რეალს" გულშემატკივრობენ.

ზოგადად, ფეხბურთელებისთვის ინგლისში თამაში ბევრად მარტივია, ვიდრე ესპანეთში. დამიჯერეთ, ლა ლიგაში მოთამაშეები გაცილებით დიდ ზეწოლას გრძნობენ", - განაცხადა ანრიმ.

შეგახსენებთ, ბელინგემმა მიმდინარე სეზონში "რეალის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 30 მატჩი ჩაატარა, თავი კი 20 გატანილი გოლითა და 8 შედეგიანი პასით
გამოიჩინა.

alt"შეწყვიტეთ გამოძიება!" - ბელინგემი, სავარაუდოდ, აღარ დაისჯება

alt"იცით, "რეალში" თამაში რას ჰგავს?" - ბელინგემის უცნაური პასუხი

altდიდებული ფეხბურთელი და უკეთესი ადამიანი - ბელინგემის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ