რა ღირს საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეების, საბერძნეთისა და ყაზახეთის მატჩის ბილეთები - Vesti.kz დეტალებზე

AutoSharing Option
Vesti.kz წერს, რომ საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებების შეხვედრის ბილეთების გაყიდვა დაიწყო, რომელსაც 21 მარტს ათენის 32 5000 ადამიანზე გათვლილი OPAP Arena უმასპინძლებს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ბილეთების ფასი 20-დან 60 ევროს ჩათვლითაა, მაგრამ 12 წლამდე ბავშვებზე 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ წყვილში გამარჯვებული საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის უკეთესს დაუპირისპირდება და ევრო 2024-ზე გამსვლელის ვინაობას გაარკვევს. 

ინფორმაციისთვის, თბილისში გასამართი მატჩის ბილეთები გუშინ, არასრულ 24 საათში, სრულად გაიყიდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ხელფასებიც და პენსიებიც შეადარეთ….!
ქომაგი
03:26 29-02-2024
2
აქოურ ფასს რატომ არ წერთ? ტეხავს?
ვერგავიგე
17:19 28-02-2024
2

სიახლეები პოპულარული