გართობას აგრძელებს - რონალდოს მე-1000 საკლუბო მატჩი და მორიგი გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საუდის არაბეთის პრო ლიგის პლეი-ოფში "ალ ნასრი" "ალ ფეიჰას" ესტუმრა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ გაიტანა.

ვეტერანმა ფეხბურთელმა საკლუბო დონეზე მე-1000 მატჩი ჩაატარა და კარიერაში 746-ე გოლის გატანა მოახერხა.

მიმდინარე სეზონში რონალდომ "ალ ნასრის" მაისურით ყველა ტურნირზე 26 მატჩი გამართა, თავი კი 25 გატანილი გოლითა და 11 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ვოლკანოვსკი თუ თოფურია?" - რონალდომ არჩევანი გააკეთა

alt"მის ასაკში ასეთი მონაცემები მესისა და რონალდოს არ ჰქონდათ" - გვარდიოლა ჰოლანზე

altრონალდო და მესი

შოკში ჩავარდნენ - "ალ ნასრის" მცველის სუპერგოლი მაიამის "ინტერთან" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 8 /
746 გოლი ეს ძალიან მაგარი მაჩვენებელია 1000მატჩში. იმას რამდენი აქვს სულ ოქროს ბურთებს რომ სჩუქნიან?
დავით
00:23 16-02-2024
2
ზოგიერთი ბეყვე ნიშნის მოგებით რო იძახის, აღარ უნდა დაამთავროს საფეხბურთო კარიერაო? ჯერ ესეთი შენი რა ერთი ადგილის საქმეა, ვინ როდის დაამთავრებს? პირიქით ღმერთს დიდი მადლობა რო გვიხანგრძლივებს, ასეთი დონის ვარსკვლავების თამაშების ყურებას!
გოჩა
13:41 15-02-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული