უმკაცრესი სასჯელი ზელინსკის - დე ლაურენტისი პოლონელზე გაბრაზებულია

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, "ნაპოლის" ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი თავისუფალი აგენტის სტატუსით "ნაპოლის" დატოვებს და "ინტერს" შეუერთდება.

პოლონელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, რამაც "პარტენოპეის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ძალიან გააბრაზა.

Calcionapoli24-ის ჟურნალისტის, ლუკა კერჩონეს ცნობით, დიდი შანსია, რომ მიმდინარე სეზონში ზელინსკი მოედანზე ვეღარ ვიხილოთ და ჩემპიონატის დარჩენილი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატაროს.

მოგეხსენებათ, პიოტრი ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც ვერ მოხვდა.

შეგახსენებთ, ზელინსკი "ნაპოლის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს.

alt"მის ბოლო თამაშებს უყურეთ?" - დე ლაურენტისმა ზელინსკის

აგენტი გააკრიტიკა

alt"დე ლაურენტისი დიქტატორია" - პოლონელები ზელინსკის დასჯამ აღაშფოთა

altეს დასასრულია - "ნაპოლიმ" ზელინსკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან მოკვეთა

მკითხველის კომენტარები / 21 /
მაგარი დამპალია დე ლავრენტისი. არავინ იმასთან არ ჩერდება. საბოლოოდ ყველა ნაწყენი მიდის. ის რომ არა არც სპალეტი წავიდოდა ამ გუნდიდან. კაცი არის დიქტატორი და წუწურაქი და მასთან მუშაობა ყველას უჭირს, არავის უნდა. უმრავლესობა ნაპოლელი ქომაგები ამას ვერ ხვდებიან, ნაწილი ხვდება. კვარა არ ყოლოდათ რა ჩემპიონატს მოიგებდნენ ნახავდნენ და რა ხელფასს უხდის გაიძვერა კაცი
მე
08:30 15-02-2024
1
ზელენსკის ფეხბურთი არსად გაიშვა რა უნდა მაგას ნაპოლიში დარწმუნებული ვარ ინტერშიც სკამზე მოუწევს ჯდომა პასებს არ აძლევდა კვარას ხოდა იჯდეს ეხლა სკამზე:)
gio9
19:52 14-02-2024
19

სიახლეები პოპულარული