"მის ბოლო თამაშებს უყურეთ?" - დე ლაურენტისმა ზელინსკის აგენტი გააკრიტიკა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს პიოტრ ზელინსკი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

იტალიელი კინოპროდიუსერის თქმით, პოლონელი სათანადოდ აღარ იხარჯება, რის გამოც მისი სათამაშო დრო შემცირდა.

"უყურეთ პიოტრის უკანასკნელ 10 მატჩს? მიუხედავად ამისა, მე მას არ ვადანაშაულებ. მაგრამ ფეხბურთელის აგენტზე გაბრაზებული ვარ. ბოლეკს დიდი თანხა შევთავაზე, რათა ზელინსკი გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გამხდარიყო, თუმცა მის წარმომადგენელს კიდევ უფრო მეტი თანხის მიღება სურდა.

თუ სათანადოდ არ ვარჯიშობ და მატჩებზე არ იხარჯები, რათა ტრავმა არ მიიღო, ლოგიკურია, რომ სათამაშო
დროს ვერ მიიღებ", - განაცხადა დე ლაურენტისმა პრესკონფერენციაზე.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, დიდი ალბათობით, ზელინსკი კარიერას "ინტერში" გააგრძელებს.

alt"ვუთხარი, გუნდიდან დაახვიე-მეთქი! - ლაურენტისმა გაიხსენა, როგორ დაითხოვა გარსია და რა მოხდა "ნაპოლის" გასახდელში მწვრთნელის გათავისუფლებამდე

მკითხველის კომენტარები / 3 /
Gauzarde kvaras 10 kilomde she mafiozo.zugeli Ise azrze ara.
Pele
15:49 08-02-2024
2
ეს ვინ ყოფილა!არა ძმაო,ნეაპოლელებს,ეტყობა მართლა არ ჰყავთ ბადალი,აფერისტობა,მაფიოზობაში!
სოსო
12:28 08-02-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული