ხავი: ვფიქრობ, ლა ლიგის მოგება ისევ შეგვიძლია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მიუხედავად ჩემპიონატის ლიდერ "რეალთან" 10-ქულიანი ჩამორჩენისა, მისი გუნდი ჩემპიონობის შანსს კვლავ ინარჩუნებს.

"მიმდინარე სეზონში ლა ლიგის მოგება რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ლიდერთან ჩამორჩენა დიდია, ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ", - განაცხადა ხავიმ.

შეგახსენებთ, "ბარსელონა" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 51 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

alt"ნაპოლისთან" დამარცხების შემთხვევაში ხავი შეიძლება გადააყენონ

alt"ბარსელონაში" დარჩი" - "რეალის" ფანებმა ხავის უმღერეს [VIDEO]

alt"ბარსელონაში" ხავი შესაძლოა, "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა შეცვალოს

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ