"მის ასაკში ასეთი მონაცემები მესისა და რონალდოს არ ჰქონდათ" - გვარდიოლა ჰოლანზე

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ საკუთარი შეგირდის, ერლინ ჰოლანის შესახებ ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო ნორვეგიელის ასაკში ერლინის მსგავს ფეხბურთს ვერ აჩვენებდნენ.

"ერლინი ახალგაზრდაა. ის მოედანზე ყოველთვის რთულ პოზიციაზე თამაშობს, რადგან მას 4-5 ფეხბურთელი მუდამ მეურვეობს. მას ვუთხარი, რომ პოზიტიური დამოკიდებულება შეენარჩუნებინა და გოლები აუცილებლად მოვიდოდა. 

ჰოლანის სიმაღლის ფეხბურთელისთვის ტრავმის შემდეგ დაბრუნება მარტივი არ არის. ის მშიერია და მუდამ გოლების გატანა სურს, თუმცა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს.

შეხედეთ მის ციფრებს, ამ ასაკში მესის და რონალდოს მსგავსი
სტატისტიკა არ ჰქონდათ. მას გოლები ნებისმიერი სიტუაციიდან გააქვს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დაგვიბრუნდა", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, ჰოლანმა პრემიერლიგაში ჩატარებულ 50 მატჩში 51 გოლის გატანა მოახერხა, მსგავსი შედეგი კი აქამდე არავის დაუფიქსირებია.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ