"იცით, კონტე დე ლაურენტისს რომელი ფეხბურთელის ტრანსფერს სთხოვს?" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ანტონიო კონტემ ზაფხულში შესაძლოა, "ნაპოლი" ჩაიბაროს. ამის შესახებ ინფორმაციას Radio Kiss Kiss Napoli-ს დირექტორი ვალტერ დე მაჯო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი დე ლაურენტისს რომელუ ლუკაკუს ტრანსფერს სთხოვს.

"არ არის გამორიცხული, რომ კონტემ "მილანი" ჩაიბაროს. ამ საკითხს ანტონიოს მეუღლე გადაწყვეტს. თუ პიოლის გაათავისუფლებენ, "პარტენოპეი" მთავარი მწვრთნელის პოსტს სტეფანოს შესთავაზებს.

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თუ კონტე "ნაპოლის" ჩაიბარებს, დე ლაურენტისის ნომერ პირველი სამიზნე რომელუ ლუკაკუ იქნება", - განაცხადა დე მაჯომ.

შეგახსენებთ, ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში "რომას" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 27 მატჩი
გამართა, თავი კი 15 გატანილი გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.

altკვლავ სერია A-ში - ანტონიო კონტე ახალ კლუბს შეუთანხმდა

altკონტეს იტალიური გრანდების რიგი დაუდგა - წავა კვარაცხელიასთან თუ ანტონიოს ზლატანი დაითანხმებს?

altკონტემ დე ლაურენტისს საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ აცნობა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჰა ჰაა ლუკაკააააააა!! ))DDD მაგარია იმენა რა
1
შარშან "ინტერში" ლუკაკუს როგორი სტატისტიკა ქონდა?!
Ზაზა
18:10 31-01-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული