"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.
ესპანელი სპეციალისტი "ქალაქელებს" 2016 წლიდან თავკაცობს.
"უნდა ვაღიაროთ, რომ 8 წელი ძალიან დიდი დროა, შემდეგ სეზონში კი ეს რიცხვი 9-მდე გაიზრდება.
საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ფეხბურთელების ქცევების შესაბამისად მივიღებ. ვნახოთ, რამდენად გამომყვებიან. ასევე, საკუთარ თავს უნდა დავუსვა კითხვა, მზად ვარ თუ არა ახალი გამოწვევებისთვის", - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, პეპს "სიტისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება.
- გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა" style="height: 50px; width: 50px;" />გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია - სპალეტიმ მესამე ადგილი დაიკავა