მოურინიოს აგენტმა თავისი კლიენტის ახალ შესაძლო კლუბზე ისაუბრა

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიოს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტის შემდეგ შესაძლო სამსახურზე ისაუბრა. მისი თქმით, პორტუგალიელს დასაქმების პრობლემა არასდროს შექმნია, რადგან ის "განსაკუთრებულია".

"ჟოზეს ტიტულები ყველაფერზე ლაპარაკობს. მოურინიო უფრო მეტია, ვიდრე მწვრთნელი - ის განსაკუთრებულია და ახალი გუნდის პოვნა არასდროს გასჭირვებია.

მას რამდენიმე თვის წინ საუდის არაბეთიდან ძალიან მომხიბვლელი წინადადება ჰქონდა, მაგრამ უარი თქვა, რადგან "რომაში" დარჩენა სურდა", - ციტირებს მენდეშის სიტყვებს Record-ი.

შეგახსენებთ, რომ იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოურინიო შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" დაინიშნოს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Minda napolishi dainishnos,dacvas gaadzlirebs da kvarasac moxodavs,Mazzaris xelshi 4shi moxvedra ararealuria!!!tan ukve isedac dacvixan tamashobs gundi tan uazrod,gadaagde win burti da ikneb....
L.J .
11:40 23-01-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული