"რომას" დე როსი ჩაიბარებს

AutoSharing Option
როგორც გაცნობეთ, დღეს "რომამ" ჟოზე მოურინიო არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ოფიციალურად გაათავისუფლა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "მგლებს" გუნდის ყოფილი ნახევარმცველი დანიელე დე როსი ჩაიბარებს.

დე როსი "ჯალოროსის" ღირსებას 2001/2019 წლებში იცავდა, კარიერა კი 2020 წელს, "ბოკა ხუნიორსში" დაასრულა და სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო, "სპალი" ჩაიბარა, ამჟამად კი უმუშევარია.

დე როსის იტალიის ნაკრებში 117 მატჩი აქვს ჩატარებული.

altდანიელე დე როსი იტალიური კლუბის ჩაბარებასთან ახლოსაა

altდე როსი იტალიის ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე იქნება

მკითხველის კომენტარები / 1 /
კაცების კაცი!!
0

სიახლეები პოპულარული