"ვლოცულობ, რომ პრემიერლიგაში გადავიდეს" - ადებაიორმა ოსიმენზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ემანუელ ადებაიორმა BBC-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.

"არსენალის" ყოფილი შემტევის თქმით, იგი ლოცულობს, რომ ზაფხულში ვიქტორი ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდეს.

"მას ყველანაირი ხარისხი გააჩნია იმისთვის, რომ პრემიერლიგაში უმაღლეს დონეზე ითამაშოს. სწორი მენტალიტეტი აქვს. ვთვლი, რომ ამ ნაბიჯის გადასადგმელად ახლა ყველაზე სწორი დროა. ვლოცულობ, რომ ეს მოხდეს.

ოსიმენმა დროგბას გზა უნდა გააგრძელოს და უმაღლეს მწვერვალს მიაღწიოს. მჯერა, რომ ამის გაკეთებას შეძლებს", - განაცხადა ადებაიორმა.

შეგახსენებთ, ვეტერანი ტოგოელი სხვადასხვა დროს "არსენალის", "მანჩესტერ სიტის", "ტოტენჰემისა" და "კრისტალ პალასის" ღირსებას
იცავდა.

alt"გასულ სეზონში "ნაპოლის" ფანები ამბობდნენ, რომ კვარაცხელია საუკეთესო იყო, "პარტენოპეი" ოსიმენის გარეშე არაფერს წარმოადგენს" - ნიგერიელი ჟურნალისტი

altდღეს ხვიჩამ უნდა ილიდეროს - ოსიმენის არყოფნაში ქართველი შედეგიანი იყო - წლის ბოლო მატჩი

alt"ოსიმენისთვის ხელფასის გაზრდამ კვარაცხელიას გარემოცვისგან პირობების შეცვლის მოთხოვნა წარმოქმნა" - იტალიური მედია

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა რადა პრმერიერლიგა მგონი ამისთვის არაა, საერთოდ არაა ამის სტილი! იდეალურ ჩემპიონატშია და შეიძლება სულ ჩაქრეს პრემიერლიგაში, მითუმეტესს იმ გუნდებში საიდანაც აქვს შემოთავაზებები! ჩელსიც და მანჩესტერიც ნაპოლის ცუდ დღეში არიან დღესდღეობით. ჩემპიონთა ლიგაზე კი დიდი შანსიანარც ერთი იყოს შემდეგ სეზონში!
მურთო
17:34 09-01-2024
5
შენი ლოცვა ვერ უშველის
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული