გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ნიუკასლი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-20 ტურში "ლივერპულმა" "ნიუკასლს" უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

22-ე წუთზე "კაჭკაჭების" კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, თუმცა მოჰამედ სალაჰმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

49-ე წუთზე ეგვიპტელმა შეხვედრაში ანგარიშის გახსნა მაინც შეძლო, გატანილი გოლიდან 5 წუთში ალექსანდერ ისაკმა სხვაობა აღადგინა.

74-ე წუთზე კერტის ჯონსმა "ლივერპული" წინ გაიყვანა. მალევე გაკპომ მეტოქესთან სხვაობა გაზარდა. 81-ე წუთზე სვენ ბოტმანმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა. საბოლოო წერტილი კი თერთმეტმეტრიანით მოჰამედ სალაჰმა დასვა.

ამრიგად, "ლივერპული" ჩემპიონატში 45 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს. იურგენ კლოპის გუნდი მორიგ მატჩს
7 იანვარს, ინგლისის თასზე, "არსენალის" წინააღმდეგ გამართავს.

"ნიუკასლი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-9 ადგილზეა. ედი ჰაუს გაწვრთნილი გუნდი 6 იანვარს, ინგლისის თასზე, "სანდერლენდს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი ბედნიერებაა ახალ წელს სტადიონზე რომ წახვალ და ესეთ თამაშს ნახავ!!! გაუმართლათ ლივერპულელებს:)))
ზურა
15:02 02-01-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული