"აურელიო, მომისმინე" - ბალოტელიმ დე ლაურენტისს მიმართა

AutoSharing Option
მარიო ბალოტელიმ "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, გუნდში მიწვევა სთხოვა.

34 წლის ფორვარდმა კინოპროდიუსერს Tv Play live-ის ეთერიდან მიმართა:

"აურელიო, მომისმინე, შეგიძლია იანვარში "ნაპოლიში" მომიწვიო, როგორც ოსიმენის შემცვლელი. გპირდები, მას იდეალურად შევცვლი და გოლებსაც გავიტან".

შეგახსენებთ, ბალოტელი ამჟამად "ადანა დემირსპორის" ღირსებას იცავს. იტალიელმა მიმდინარე სეზონში თურქეთის სუპერლიგაში 5 მატჩი გამართა და თავი 3 გატანილი გოლით გამოიჩინა.

altბალოტელი ოსიმენს ესაუბრა და მომავალთან დაკავშირებით რჩევა მისცა [PHOTO]

alt"ბალოტელის სამი "ოქროს ბურთის" მოგება შეეძლო" - კევინ პრინს ბოატენგი

altბალოტელი "ადანა დემირსპორში" გადავიდა

ასევე დაგაინტერესებთ