"ბარსელონა" ბრუნო გიმარაეშის შეძენას ეცდება

AutoSharing Option
"ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნიუკასლის" ერთ-ერთი ლიდერის ბრუნო გიმარაეშის შეძენას ეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "კაჭკაჭები" ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტს მოითხოვს.

გამოცემის ინფორმაციით, მოთამაშის გადაბირებით პირადად "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი ხავი ერნანდესია დაინტერესებული. ტრანსფერის წინააღმდეგი არც თავად ახალგაზრდა ნახევარმცველია.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა "ბარსელონა" "ნიუკასლის" ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული