"სულელი ხარ!" - სკანდალი აზერბაიჯანში, ჟურნალისტები საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ

AutoSharing Option
საჯარო ასოციაცია "აზერბაიჯანის სპორტული ჟურნალისტები" ნაკრების მთავარი მწვრთნელის,  ჯანი დე ბიაზის წინააღმდეგ გამოვიდნენ და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

საქმე შემდეგშია: აზერბაიჯანი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში გასვლაზე ბელგიასთან 0:5 განადგურდა, მატჩის შემდეგ კი ჩვენი მეზობელი ქვეყნის ნაკრების იტალიელი მწვრთნელი ჯანი დე ბიაზი არაეთიკურად მოიქცა და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სულელი უწოდა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია დატოვა.

Azerisport.com-ი წერს, რომ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია გმობს ბიაზის ამ საქციელს და მისგან ბოდიშს მოითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ