"ამ საქციელით ყველაფერი ნათელია" - "ნაპოლის" ქომაგები ოსიმენის გაყიდვას ითხოვენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში ვიქტორ ოსიმენის ვიდეო გავრცელდა.

ნიგერიელი ფეხბურთელი მანქანით გადაადგილდებოდა, "ნაპოლის" ფანებმა კი ავტოგრაფი სთხოვეს, რამაც ნიგერიელის გაღიზიანება გამოიწვია.

"პარტენოპეის" ქომაგები ვიქტორის ამ საქციელის გამო ფორვარდის გაყიდვას ითხოვენ.

"ახლა ყველაფერი ნათელია, გასაგებია, რომ პრობლემები აქვს, თუმცა "ნაპოლის" ქომაგები ყოველთვის მის გვერდით ვიყავით, დე ლაურენტისმა უნდა გაყიდოს, რადგან მისი ქმედებები გუნდურ სულისკვეთებაზე აისახება", - წერს "პარტენოპეის" ერთ-ერთი ქომაგი.

შეგახსენებთ, ოსიმენი "ნაპოლის" 2020 წელს "ლილიდან" 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

altვიქტორ ოსიმენი ნიგერიაში გაემგზავრა

altოსიმენი: "კვარა" გიჟური ტალანტი და

დიადი ადამიანია
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუცილებლად გაითვალისწინებს ლაურიენტესი, ვიღაც ერთი ქომაგის რჩევას)
დავით 67
01:08 29-10-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული