რიად მაჰრეზი "ალ აჰლიში" გადავიდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" 32 წლის ნახევარმცველის, რიად მაჰრეზის "ალ აჰლიში" გადასვლა გამოაცხადა.

ალჟირელი "სიტიში" 2018 წელს "ლესტერიდან" გადაბარგდა და მას შემდეგ 236 მატჩში 78 გოლი გაიტანა და 59 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან "ქალაქელებში" 11 ტიტული და მათ შორის ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "სიტი" ტრანსფერში ბონუსებიანად 35 მილიონ ევროს მიიღებს. საუდის არაბეთის კლუბი ფეხბურთელს კონტრაქტს 2027 წლის ივნისამდე გაუფორმებს.

ასევე დაგაინტერესებთ