ანდრე ონანა კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს

AutoSharing Option
"ინტერის" მეკარე ანდრე ონანა კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეები ტრანსფერზე შეთანხმდნენ, "ნერაძური" კამერუნელი კარის დარაჯის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, "წითელი ეშმაკების" რიგები დავიდ დე ხეამ დატოვა, ერიკ ტენ ჰაგი კი 27 წლის მეკარეს სწორედ ესპანელის შემცვლელად მიიჩნევს.

ონანამ გასულ სეზონში "ინტერის" მაისურით 41 მატჩი გამართა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
დავიდ დე ხეა 192 სმ და82 კგ, ანდრე ონანა 190 სმ და 93კგ, ტენ ჰააგი უცნაურობებით გამოირჩევა, სანჩოს გაყიდვაც უნდა...
კახელი პაპა
15:19 19-07-2023
0
მანჩესტერის ქომაგი არ ვარ,მაგრამ ამას რომ იყიდი და დე ხეას გაუშვებ რა ჭკუას ემსახურები
რობი
00:45 18-07-2023
0

სიახლეები პოპულარული