"მთავარი მიზანი პსჟ-ში?" - ლუის ენრიკემ ყველაზე მნიშვნელოვანი მისია დაასახელა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გუნდისთვის მთავარი მიზანი დაასახელა. 

"ჩემი მთავარი მიზანი პსჟ-ის გულშემატკირების გახარება და სიამაყეა, ისინი უნდა ამაყობდნენ იმით, რასაც მოედანზე ხედავენ, შეიგრძნონ ეს ყველაფერი და დააფასონ ამდენი შრომა, გუნდი როგორც შეტევაში ისე დაცვაში ჩინებულად უნდა გამოდიოდეს. 

თუმცა, მანამ, სანამ ისინი ჩვენ მხარს დაგვიჭერენ, ჩვენ ყველაფერი უნდა ჩავდოთ, რადგან ეს ყველაფერი დავიმსახუროთ" - განაცხადა ენრიკემ.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ენრიკე! შემართება კარგია, მაგრამ გატყობ დამპალ ულტრასებს არ იცნობ კარგად, ერთი თუ ფეხი დაგიცდა, ეგრევე გადაგივლიან, ამიტომ წინასწარ ავანსებს ნუ გასცემ.
გიგა
18:56 15-07-2023
0
წარმატებები ლუის ენრიკეს. ის არის ესპანეთის ერთიანობის სიმბოლო. თამაშობდა როგორც რეალში, ისე ბარსელონაში და არასოდეს ყოფილა სიძულვილის ენით მოსაუბრე, როგორც მაგალითად პიკე ან გავი...
ლაშა
15:14 15-07-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული