ედინ ჯეკოს მორიგი უარი - ბოსნიელს რუსეთში ჩასვლა არ სურს

AutoSharing Option
Fotospor-ის ინფორმაციით, "ფენერბაჰჩეს" ახალწვეული ედინ ჯეკო და გუნდის სხვა ლეგიონერები რუსეთში ჩასვლაზე უარს აცხადებენ.

მოგეხსენებათ, 1-15 ივლისს სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილია ამხანაგური ტურნირი, სადაც "ზენიტმა", "ცრვენა ზვეზდამ", "ნეფთჩმა" და ზემოთ ნახსენებმა "ფენერბაჰჩემ" უნდა ითამაშონ.

სტამბოლელთა ფეხბურთელებს ცნობილი პოლიტიკური სიტუაციის გამო რუსეთში ჩასვლა არ სურთ.

შეგახსენებთ, რომ ჯეკო ასევე წინააღმდეგი იყო ამხანაგური მატჩისა, სადაც ერთმანეთს ბოსნია და რუსეთი უნდა დაპირისპირებოდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ