"ნაპოლიმ" ოსიმენის შემცვლელს თურქეთში მიაკვლია

AutoSharing Option
"დეილი მეილის" ცნობით, "ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს კარიერის ინგლისის პრემიერლიგაში გაგრძელება უნდა და მისი სამსახურით "არსენალი" დაინტერესდა. ლონდონურ კლუბს ოსიმენის კონტრაქტის 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.

"კორიერე დელო სპორტი" იტყობინება, რომ "ნაპოლი" უკვე ეძებს ნიგერიელის შემცვლელს და ყველაზე რეალურ კანდიდატად "ფენერბაჰჩეს" 24 წლის მარჯვენა შემტევ ნახევარმცველ სებასტიან შიმანსკის (სიმაღლე 175 სმ) განიხილავს, რომელსაც ცენტრფორვარდის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.

შიმანსკის "ფენერბაჰჩესთან" ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში თურქეთის სუპერლიგის 27 მატჩში 9 გოლი გაიტანა, მისი სატრანსფერო ფასი კი 35 მილიონი ევროა.

პოლონეთის
ნაკრების ფეხბურთელის შეძენის სურვილი აგრეთვე "არსენალს", "ტოტენჰემს" და "მანჩესტერს" აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ზოგიერთებს ქართველების ჭვლები ადგათ
ზაქრო
20:12 28-02-2024
2
ბარემ ბუდუ ზივზივაძე ეყიდათ
გენა
20:03 28-02-2024
5

სიახლეები პოპულარული