ინსინიე: არ მეგონა, თუ ამერიკული ლიგა ამდენად რთული იქნებოდა

AutoSharing Option
31 წლის იტალიელმა ნახევარმცველმა ლორენცო ინსინიემ აღიარა, რომ ამერიკულ ლიგაში თამაში იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ეგონა.

ინსინიემ "ნაპოლი" გასული წლის ზაფხულში დატოვა და "ტორონტოსთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ბოლო რამდენიმე კვირა ჩემთვის ძალიან მძიმე იყო... არ მეგონა, თუ ამერიკული ლიგა ამდენად რთული იქნებოდა. ყოველდღე ვსწავლობ და ადაპტირებას ვცდილობ.

აქ თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობ, ბედნიერი ვარ, განვითარება და თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში მინდა", - ციტირებს ინსინიეს Goal-ი.

მან ამ სეზონში 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული