კეიტა ბალდეს მეუღლემ ვანდა ნარა ძროხას შეადარა

AutoSharing Option
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პსჟ-დან "გალათასარაიში" განათხოვრებული თავდამსხმელი მაურო იკარდი თვლის, რომ მის ყოფილ მეუღლეს და შეთავსებით აგენტს, ვანდა ნარას, ურთიერთობა ჰქონდა ფორვარდ კეიტა ბალდესთან, რომელთანაც ერთად ის 2018/19 წლების სეზონში "ინტერში" თამაშობდა.

ბალდეს მეუღლემ, სიმონა გუატიერიმ, ვანდა ნარა ძროხას შეადარა.

"ისინი (იკარდი და ნარა) ამის ხარჯზე ცხოვრობენ. არიან სერიოზული ქალები, მგრძნობიარენი, გულწრფელნი, გულისხმიერნი. ასეთი ქალებისგან სისუფთავე მოდის. კიდევ არიან ქალები, რომლებსაც იტალიურად ძროხებს ვუწოდებთ", - დაწერა გუატიერიმ სოციალურ ქსელში.

ნარამ გუატიერის არ უპასუხა, ის ახლა უფრო სოციალურ ქსელებში მომხმარებლების
თავისი სურათებით მოხიბვლითაა დაკავებული, სადაც საცურაო კოსტიუმებში პოზირებს.

მომზადებულია  Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 12 /
არ მისცა და .. ახლა ლანძღავს)))))
1
მე ეგ ქალი მომწონს.
დათო
17:22 03-02-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული